ქართული კინოს ლეგენდას ძეგლი გაუხსნეს

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა.

ყველა დროის ულამაზეს ქართველ მსახიობ ქალად აღიარებული ნატო ვაჩნაძის ძეგლის ავტორი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა.

ქართული კინოს ლეგენდა არაჩვეულებრივი გარეგნობითა და არტისტულობით გამოირჩეოდა.

ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება