„დიალოგს აქვს თავისი წინაპირობები…”

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის დიალოგის შესახებ შეთავაზებას  პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე  გამოეხმაურა.

„დიალოგს აქვს თავისი წინაპირობები. არსებობს კონკრეტული კანონპროექტი, რომელსაც ყველა წამყვანი კონსტიტუციონალისტი უჭერს მხარს. ისინი ამბობენ, რომ ეს კანონპროექტი კონსტიტუციის მიხედვით არის შექმნილი. კანონპროექტი გადაეცემა დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი დიალოგს“ – განაცხადა  ვაშაძემ.