თბილისის ყველა საჯარო ბაღის შენობაში დეზინფექცია ჩატარდა

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის მზად არიან. მანამდე კი, ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობაში დეზინფექციის სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური სითხით დამუშავდა, როგორც სააღმზრდელო ოთახები, ასევე, სველი წერტილები, სამზარეულო ბლოკები, საწყობები და ღია დერეფნები.

თბილისის ბაღებში ზამთრის არდადეგები დასრულდა და სააღმზრდელო პროცესი 21 იანვარს განახლდება.