„ტრაგედიას ტრაგედია ემატება! დავეხმაროთ ერთმანეთს და ღმერთი მუდამ ჩვენთან იქნება!“

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის ტრაგედიის დროს მოკლული დათუნა სარალიძის მამები ქაშვეთის ეკლესიაში იმყოფებოდნენ. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ეს არა მარტო ამ ოჯახებისთვის, ეს მთელი საქართველოსთვის არის დიდი ტრაგედია. რაც ყველა ადამიანისთვის ძალიან მტკივნეულია და ისევე მტკივნეულია ჩემთვის. ძალიან ვარ შეწუხებული და ძალიან მტკივა ამ ოჯახების გამო გული. ღმერთმა იმქვეყნად ყველა გაანათლოს და ხსოვნა მათ სულებს. ღმერთმა აშოროს ასეთი ტრაგედიები ამ ქვეყანას. ეს ვისი ბრალით ხდება, რა ხდება, არ დავიწყებ ამის თაობაზე საუბარს. ტრაგედია ცხადია, როგორი ტრაგედია და როგორი მძიმე სურათია დღეს ჩვენს თვალწინ და ეს ძალიან მტკივნეული და სამწუხაროა,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

-ტრაგედიას ტრაგედია ემატება დღითიდღე.ჩვენ ვერ შევძელით მათი გადარჩენა,მაგრამ შეგვიძლია მათი სულებისთვის ვილოცოდ ერთხმად,რათა დაიმკვიდრონ უფალთან მარადისობა.
გავუწოდოთ ერთმანეთს დახმარების ხელი და ღმერთი მუდამ ჩვენთან იქნება-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დიდ დიღომში აფეთქებისას გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ.

იხ.

https://www.gmtv.ge/53668-2/