27 ადამიანი, ვინც გამგეობას მიმართა გადაყვანილია სასტუმროებში, მუშაობს “ცხელი ხაზი”

ღამის მონაცემებით, სასტუმროებში გადაყვანილია 27 ადამიანი, ყველა ვინც გამგეობას მიმართა. ისინი უზრუნველყოფილნი არიან საკვებით და თავშესაფრით. გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ სასტუმროებში, რომ მაქსიმალურად დაეხმარონ მათ და ყველანაირად გვერდით დაუდგნენ.

საბურთალოს გამგეობის საუბნო განყოფილებაში ამოქმედდა „ცხელი ხაზი“, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 237 45 31;
„ცხელ ხაზზე“ ასევე შესაძლებელია მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღება.
საბურთალოს გამგეობის საუბნო განყოფილების მისამართია: დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N10.

იხ.

https://www.gmtv.ge/53489-2/