„დროა გამკაცრდეს ზომები! უკვე მერამდენედ გლოვობს ვიღაცის დაუდევრობის გამო საქართველო!“

დარინა ლომინაძე

მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესი

ვუსამძიმრებ დიდ დიღომში დატრია;ებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს. ეს ყველას ტრაგედიაა, უკვე მერამდენე ტრადეგია და მერამდენე გლოვის დღე ვიღაცის დაუდევრობით გამოწვეული!

ასევე გვინდა გამოჯანმრთელება ვუსურვოთ დაშავებულებს, ღია ცის ქვეშ დარჩენილებს კი მოთმინება, გამძლეობა და ჩვენი თანადგომა ნებიემიერ საკითხში.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ „ჯაჭვივით გადაბმული“ თუ „შუბლზე შუბლმიდგმული“ კორპუსების საფრთხე. თხელი კედლები, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, გულისფანცქალი ყოველი ქარის თუ მიწისძვრის დროს! კიდევ სხვა საკითხია ის, რომ ასე გეომეტრიული პროგრესიით მომრავლებული კორპუსები საფრთხეს უქმნის ეკოლოგიას და ერთი სიტყვით რომ ვთქვათ-თბილისში არ ისუნთქება!

ნამდვილად გვიმძიმს ამ ტრაგედიის დროს ასეთ თემაზე საუბარი, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას-ინგრევა ძველი მყარი შენობები და მათ ნაცვლად შენდება ბუტაფორიები, ზოგიერთი კორპუსი ისეთ ადგილას შენდება, მყარიც რომ იყოს, საძირკველი ვერ გაუძლებს!

ძალიან ხშირია ამ ბოლო დროს ბუნებრივი აირის გაჟონვა და აფეთქება, სულ ახლახანს ანალოგიური ტრაგედიის მოწმენი ფონიჭალაში გავხდით, ახლა დიდ დიღომში და კიდევ რამდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება საუბედუროდ! გაზმომარაგების კომპანიები ყოველთვის მაცხოვრებლებს ადანაშაულებენ, მაგრამ იქნებ სწორედ მათი ხარვეზია და არა ოჯახების?

მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესი მიმართავს ქვეყნის პრემიერს, მიმართავს ქალაქის მერს დაინტერესდნენ სამშენებლო კომპანიების საქმიანობით, სანამ ახალ კორპუსში ხალხი შესახლდება იქნეს გამოკვლეული ვარგისიანობა. უბანში, ერთ კვირაში 3 ახალი კორპუსი რომ წამოიჭიმება, უკვე საეჭვოა მათი ექსპლუატაციაში შესვლა!

დროა გამკაცრდეს ხარისხის კონტროლი და მიღებული იქნას ზომები მომრავლებული ჩაწყობილი ყუთების მოავლის! დაცული იქნას ყველა სტანდარტი და მანძილი კორპუსებს შორის! ვიღაც კონკრეტულმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა!

უკვე მერამდენედ გლოვობს ვიღაცის დაუდევრობის გამო საქართველო!