ყველა ადამიანს, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაუკეთდეს ბუსტერი, საკოორდინაციო საბჭოს ამ რეკომენდაციით მივმართავთ – ამირან გამყრელიძე

ვირუსის შემთხვევების რაოდენობა რომ არ გაიზარდოს და „ომიკრონმა“ ეპიდსიტუაცია არ გააუარესოს, ერთ ერთი მთავარი რეკომენდაციაა აცრების რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდა. ასევე მთავარია, აქტიური ბუსტერიზაცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ორჯერად აცრილებისთვის კორონავირუსის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზით აცრა აუცილებელი იქნება. როგორც გამყრელიძე ამბობს, საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავენ.

„ყველა ადამიანს, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაუკეთდეს მესამე აცრა, ანუ ბუსტერი, ეს აუცილებელი იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მივმართავთ რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს აუცილებელი ყველასთვის, ვინც არის ორჯერ არის აცრილი.

ალბათ, იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭოს წინაშე დადგება საკითხი, რომ „ფაიზერზეც“ და „ასტრაზენეკაზეც“ ბუსტერის პერიოდი 5 თვიდან ჩამოიწიოს უფრო დაბლა, რადგან „ომიკრონთან“ ბრძოლისას ბუსტერიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.