დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულები ღუდუშაურის და იაშვილის კლინიკებში გადაიყვანეს სამკურნალოდ. დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

საავადმყოფოში რჩება ბავშვი, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობს.

ღუდუშაურის კლინიკაში დღეს დილით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, 21 ფეხმძიმე გოგონა, რომელიც იმ კორპუსში ცხოვრობდა, სადაც აფეთქება მოხდა. ის ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ შეიყვანა კლინიკაში, ჰქონდა მუცლის ტკივილი, ექიმები ვარაუდობენ რომ შოკის ფონზე. პაციენტს კლინიკიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ.

აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.