იძულებით გადაადგილებული პირები გადასახადებისგან გათავისუფლდებიან

იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

” ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი ლტოლვილებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.