ბათუმში მერიასთან შეხლა-შემოხლა მოხდა

“გაბედესა” და “ალტერნატივას” აქტივისტებმა დეპუტატებს ბათუმის მერიასთან სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. სამოქალაქო აქტივისტები მერიასთან რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე მივიდნენ, ისინი შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რათა პროპორციული არჩევნების ჩავარდნა გაეპროტესტებინათ, მაგრამ სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს. ვითარება და შეხლა-შემოხლა მას შემდეგ მოხდა, რაც მერიასთან უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დავით გაბაიძე გამოჩნდა.