გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 10 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 10 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილ ათივე ფაქტზე საქმისწარმობა დაიწყო.

„დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცხამის, კორბოულის, ღოდორის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბერეთისასა და გეზრულის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წაქვისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ჩორდის მიმდებარე ტყეებში. მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 9 ერთეული წიფლის, 2 ერთეული რცხილის, 3 ერთეული თხმელის (მურყანი), 3 ერთეული მუხისა და 2 ერთეული წაბლის სახეობის ხე-მცენარე. ათივე ფაქტზე დაიწყო საქმისწაროება. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.