კვირიკაშვილი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს წარადგენს

“ქართული ოცნების” ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა 11:00 საათზე უნდა დაიწყოს. გავრცელებული ინფორმაციით მას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს 20.00 საათზე ბოტანიკურ ბაღში წარადგენს.   მაჟორიტართა სია პარტიის პოლიტსაბჭოზე საბოლოოდ შეთანხმდება.

2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ქუთაისში ჩავა, სადაც იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს დაასახელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.