ბაბუშერას ტრაგედია! – თვითმფრინავი მტერმა ზღვიდან დაბომბა!…

უახლესი ისტორიის ტრაგედია, რომელიც ერთ დღეს, ერთ წუთში დაატყდა საქართველოს!

1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში მიფრინავდა, მტერმა ზღვიდან დაბომბა. მფრინავმა ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის აეროპორტში გადასროლა შეძლო. მიწაზე დაშვებისას იგი ძირს დაენარცხა და შუაზე გაიპო.

თვითმფრინავში მყოფთაგან ცოცხალი მხოლოდ 16 გადარჩა. ამჟამად დიღმის ძმათა სასაფლაოზე ბაბუშერას სამარხიდან 104 ნეშტია დაკრძალული.

 პატივს მივაგებთ იმ ხალხს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შეწირა ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სიძლიერეს.