“ბეტონის ქარხნის მშენებლობა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ტყემალაძის ინტერესებშია!”

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მოსახლეობასთან ერთად დიდ ლილოში ბეტონის ქარხნის მშენებლობა დაგმო.

დიდი ლილოსა და წიწუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლო მომავალში უნდა აშენდეს, ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების ქარხანა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, თავის დროზე, მოწყობილი იყო მეფრინველეობის ფაბრიკა, რადგანაც ამ ტერიტორიას სასოფლო სამეურნეო და საკურორტო ტერიტორიის სტატუსი აქვს.

გულიკო ზუმბაძის განცხადებით, ბეტონის ქარხნის მშენებლობა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ტყემალაძის ინტერესებშია.

მოქმედ დეპუტატთან ერთად აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობაც.