საკანონმდებლო წინადადება უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს ეხებათ

პარლამენტში კიდევ ერთი საკანონმდებლო წინადადება შევიდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება. მისი ავტორი „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი “ ზვიად ტომარაძეა.  

-„დღეს პარლამენტში შევიტანე საკანონმდებლო წინადადება. კანონპროექტის მიხედვით: სასამართლოს, საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლია აკრძალოს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან და ახორციელებენ გრანტის გამცემის ინტერესებს, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ“-აცხადებს ტომარაძე.