აფეთქება საუდის არაბეთში-არის მსხვერპლი

ძლიერი აფეთქება მოხდა საუდის არაბეთის ქალაქ ელ ქატიფში. დანაღმული მანქანა, უმეტესად შიიტებით დასახლებულ რაიონში აფეთქდა. მანქანაში მყოფი 2 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი 3 მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათ სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.