კახა კალაძე – მმართველმა პარტიამ არაერთხელ გამოთქვა მზაობა, რომ გარკვეული შეთანხმებები შედგეს, ჩვენი მხრიდან კომპრომისებია, არსებობს „წითელი ხაზები“ და ამაზე საჯაროთაც გვისაუბრია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში შეთანხმების მისაღწევად მზადყოფნას გამოთქვამს.

მან ჟურნალისტებთან საქართველოში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შეაფასა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, დიალოგი, ნორმალურად საუბარი, როგორც ეს ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება. მმართველი პარტია და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან ვსხდებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მმართველმა პარტიამ არაერთხელ გამოთქვა მზაობა იმისთვის, რომ გარკვეული შეთანხმებები შედგეს. მისასალმებელია, მე ძალიან მომწონს. ჩვენი მხრიდან კომპრომისები არის. არსებობს „წითელი ხაზები“ და ამაზე მგონი საჯაროთაც გვისაუბრია“,-განაცხადა კალაძემ.