სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება ჟურნალისტებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ბედნიერია, რომ დღეს აქ არის.

“მე ვარ ბედნიერი, რომ აქ ვარ. ვიცი, რომ ჯერ არ არის ყველაფერი დასრულებული, როგორც იქნება რამდენიმე კვირაში თუ თვეში. მაგრამ გვაქვს საშუალება, რომ ამ ფლიგელში დავიწყოთ მუშაობა და იმდენი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ გარემოს პირველ ეტაპზე, თუმცა მერე როცა სტუმრები გვეწვევიან საჭიროა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ათონელის რეზიდენცია მათი სახლი იქნება. სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, რომ ჟურნალისტებთან off the record ფორმატშიც იმუშაოს.

“ისეთ საკითხებზე რომელიც საჭიროა თქვენთვის და არ არის აუცილებელი გახდეს საჯარო იმავე წამს. ეს არის აუცილებელი თქვენთვის.ასეთი ფორმტი მქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და მგონია რომ თქვენთვის იქნება საინტერესო”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა