შსს: გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმე-სპეციალური განცხადება

შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეა პერტაიას ინფორმაციით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე 1976 წელს დაბადებული .. დააკავეს.
უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთ პირს, 1974 წელს დაბდებულ დ.ხ. ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

შსს-მ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 19-ე და 109-ე მუხლებით, რაც დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლეობის მცდელობას გულიხსმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარე საგამოძოებო მოქმედებების ფარგლებში, სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა იდენტიფიცირებული პირისა და მასთან დაკავშრებული პირების ბინების ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია იარაღი.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა კოლმეურნეობის მოედანზე, 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე აფეთქდა. მანქანაში, მძღოლთან ერთად იმყოფებოდა გივი თარგამაძე, რომელიც არ დაშავებულა. დაიჭრა რამდენიმე გამვლელი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

კომენტარის დატოვება