ქუთაისში ჯარიმების მიუხედავად თვითნებურად გაზრდილი ტარიფი არ დაკლებულა

ქუთაისში სამარშუტო ხაზზე მომუშავე მფლობელები  დაჯარიმდნენ, თუმცა მათ ჯარიმა არაფრად ჩააგდეს და დღესაც თვითნებურად  მომატებული ტარიფით აგრძელებდნენ მგზავრების გადაყვანას. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის მერიამ ყველა ურჩი მძღოლი  100 -100 _ი ლარით დააჯარიმა, შედეგი მაინც არ დადგა.

“მგზავრობის ღირებულების 10 თეთრი ზრდა ასე ცალსახად არ მოხდება. ჩვენ მძღოლებს შევთავაზთ გარკვეული პირობები, რომელზედაც უმრავლესობა დათანხმდა. მინდა გითხრათ, რომ გუშინ რამდენიმე საათით 50-მდე მძღოლმა მგზავრობის ღირებულება თვითნებურად გაზარდა, რის გამოც ისინი 100-100 ლარით დავაჯარიმეთ,”- აღნიშნავს ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვნელი ირაკლი ცხვედიანი.

შეგახსენებთ: ქუთაისში 600-მდე მძღოლი ორი დღის განმავლობაში გაფიცული იყო. ისინი მგზავრობის ღირებულების გაზრდას ითხოვდნენ.  აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერის პრესცენტრმა სპეციალური განცახდება გაავრცელა რომელსაც უცვლელად გთვაზობთ ( სტილი დაცულია )

„ თუ მძღოლი გაზრდილი ტარიფით მოითხოვს მგზავრობის საფასურს გვაცნობეთ ცხელ ხაზზე 242651 მგზავრობის საფასურის გაზრდის მოთხოვნით ორი დღეა ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების არასანქცირებული აქცია მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ შეწყდა პროტესტი და სამარშუტო ტაქსების ნაწილი გაზრდილი ტარიფით ემსახურება მგზავრებს. ტარიფის გაზრდა თვითნებურად მოხდა, რაც კანონდარღვევაა. მერიას აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია“.