გალის მოსახლეობის ასე მიტოვება და ჩაგვრა არ გეპატიებათ!

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრი 65 წლის ოთარ ჯობავა  საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, პენსიის აღების მიზნით ცდილობდა, თუმცა მას გულმა უმტყუნა და მდინარეში დაიღუპა.

მდინარის გავლით ტყვეობიდან თავის დაღწევის ამ ფორმას გალელები თებერვლიდან მიმართავენ – მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე ერთადერთი გადასასვლელი ჩაკეტა.

ფაქტს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი ლექსო გოგოხია ეხმიანება და აფხაზეთის მთავრობას ადანაშაულებს.

-მერამდენე ადამიანი უნდა შეეწიროს ამ თქვენ სისულელე კარანტინს! გალის მოსახლეობის ასე მიტოვება და ჩაგვრა არ გეპატიებათ!
რუსლან აბაშიძე ლაჩარი ხარ! კარგად დაიმალე სოროში, კარგად დაისვენე ზღვაზე და კარგად აიშენე სახლები, ხმა არ ამოიღო და რასაც დაგავალებინ ის შეასრულე პირნათლად, ეს არის გარანტია შენი თანამდებობაზე დარჩენის.
ვატყობ ამ უსამართლობას წერტილი ახალგაზრდებმა უნდა დავუსვათ, ჩვენი გუნდი დაიცავს ჩვენს ხალხს ენგურს იქითაც და ენგურს აქეთაც!
,,ძუკუ” მორჩი აბაშიძის დაცვას თორემ სახალხოდ იქმება შენი მხილება და შერცხვები….!