სულ რომ ექსჰუმაცია დასჭირდეს თამუნას ცხედარს, მაინც ყველაფერს გავაკეთებთ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ საქმეში თვითმკვლელობის ვერსია ძალაში ვერ დარჩება, რადგან,  ეს მკვლელობაა.

ადვოკატი ამბობს, რომ  თუ საჭირო გახდება ისინი ცხედრის ექსჰუმაციასაც ჩაატარებენ.

„ვისაუბრეთ არაკვალიფიციურ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლის გამოსწორებსაც ახლა გამოძიება ცდილობს. ყველა დარღვევაზე, რაც არის, ხელმეორედ მოუწევს გამოძიებას, რომ ყველაფერი თავიდან ჩაატაროს. თვითმკვლელობა ძალაში ვერანაირად ვერ დარჩება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მკვლელობა. სულ რომ ექსჰუმაცია დასჭირდეს თამუნას ცხედარს, მაინც ყველაფერს გავაკეთებთ. დაველოდებით ამ თვის ბოლოს, თუ რა შედეგს მოგვცემს გამოძიება“– განაცხადა რამიშვილმა.