აზერბაიჯანის პრეტენზია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე-მოლაპარაკებები 2017 წელს დაიგეგმა!

აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არ გახდება კონფლიქტის მიზეზი-მოლაპარაკებები 2017 წელს

-„საქართველოს და აზერბაიჯანს შეუძლიათ იპოვონ კომპრომისი დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები 2017 წელს გაიმართება და იმედია იქნება სამომავლოდ შედეგები“-განაცხადა Echo.Az -თან ინტერვიუში სამხედრო ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა.

-„საქართველოს ესმის, რომ ამ ტერიტორიას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, გარდა ამისა იურიდიული მხარითაც აზერბაიჯანს უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე საქართველოს“-დასძია ექსპერტმა.

საზღვრის გამოკვეთა ორ სახელმწიფოს შორის 1996 წელს დაიწყო. სამონასტრო კომპლექსის გამო დელიმიტაციის პროცესი 2007 წელს ჩიხში შევიდა. აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის სიგრძე 480 კილომეტრია. გახსოვთ ალბათ, რომ გასულ წელს აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეტა უწყებებმა განაცხადეს რომ სურთ საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულება.

-„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არასდროს ყოფილა მწვავე დაპირისპირება და მათ შორის არც ტერიტორიალურ საკითხში, გამონაკლისია მხოლოდ კეშიშ-დაგი ანუ როგორც მას საქართველოში ეძახიან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. თუმცა ეს საკითხი არც ერი მხარისთვის არ არის დიდი პრობლემა, როგორც ამის წარმოჩენა სხვა მხარეებს უნდათ. უკვე 25 წლის მანძილზე აზერბაიჯანს საქართველოსთან აქვს კეთილმწზობლური ურთიერთობა“-განაცხადა ინტერვიუს დროს ჯაფაროვმა.

სამხედრო ექსპერტის თქმით, მაშინ, როცა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ირგვლივ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერტობა დაიძაბა, „მხარეების არაკეთილმოსურნეებს უნდოდათ ცეცხლზე ნავთის დასხმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, ეს ორი ქვეყანა არ წამოეგო პროვოკაციას“.

-„დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში. ხელმოწერილია არაერთი პროექტი, აზერბაიჯანი და საქართველო მხარს უმაგრებენ ერთმანეთს და მათ შორის საერთაშორისო არენაზეც და კიდევ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ოორივე ქვეყანა საკმაოდ დაზარალდა სეპარატისტების მიერ“-აბმომს ექსპერტი.

ექსპერტის თქმით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არ გახდება წყალგამყოფი და საქართველო აღიარებს, რომ აზერბაიჯანს უფრო მეტი მორალური და იურიდიული უფლება აქვს ამ ტერიტორიაზე.

-„ამ ზონას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და არ შეგვიძლია უარი ვთქვათ მისი მფლობელობის უფლებაზე. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია არც საქართველოს, არც სომხეთის მიწებთან, მაგრამ არც ჩვენსას დავუთმობთ სხვას. ვფიქრობ საქართველო და აზერბაიჯანი მონახავს კომპრომისს, მოლაპარაკებები 2017 წელს არის დაგეგმილი“-განაცხადა სამხედრო ექსპერტმა.

ამავე საკითხზე საუბრობს პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი მუბარიზ ახმედოგლუ და ამბობს, რომ საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესი გაცილებით იოლად მიმდინარეობს რუსეთთან, ვიდრე საქართველოსთან.

-„ქართული მხარე დავით გარეჯის სანაცვლოდ ბაქოს სთავაზობს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს, მაგრამ აზერბაიჯანის მთავრობა არ არის თანახმა ასეთ შეთავაზებაზე,   რადგან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის და ამავე დროს ისტორიული ფასეულობის ზონას“-განაცხადა ახმედოგლუმ.

მისივე ტქმით, საქართველოს, როგორც ქრისტიანულ სახელმწიფოს არ უნდა დაეყენებინა კომპლექსის გაყოფის თემა.

-„სწორი იქნება თუ საქართველო უარს იტყვის ტავის პოზიციაზე და ამით გვაჩვენებს როგორ სცემენ პატივს აზერბაიჯანში ქრისტიანობის ისტორიას. ყველა შემთხვევაში მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, აქ მთავარია არ გაკეთდეს პოლიტიკური აქცენტები და არ მივიდეთ ამ პოლიტიკური შეხედულებებით კონფლიქტურ სიტუაციამდე“-აცხადებს ახმედოგლუ.

წყარო: ru.echo.az