“დავით რეხვიაშვილის მაჟორიტარობა მთელ ქალაქს წაადგება…”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის 1 ოლქის მჟორიტარობის კანდიდატი დავით რეხვიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს.

არჩევნებამდე 5 დღე რჩება. აქტიურობენ კანდიდატებიც და ამომრჩევლებიც.

ნიკო მენთეშაშვილი:

-დავით რეხვიაშვილი ძირძველი რუსთაველია, ქალაქის ყველა ტკივილი და სიხარული გათავისებული აქვს. იცის როგორ იმუშავოს პრობლემების გადასაჭრელად და რაც მთავარია-იცის გუნდური მუშაობა. მისთვის ამომრჩეველი მხოლოდ საარჩევნო ხმა არ არის, მისთვის თითოეული ხმის მიმცემი უდიდესი პასუხისმგებლობაა. მას აქვს ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, რაც დღევანდელობაში პოლიტიკოსების უმრავლესობისთვის დიდი დეფიციტია. მე გავაკეთე ჩემი არჩევანი და ვიცი არ ვინანებ.

თენგიზ ძინძიბაძე:

-უპირველესი პლიუსი დავით რეხვიაშვილის ის არის, რომ ქართული ტრადიციის მიმდევარია. ბატონი დათო პროფესიონალია, მან კარგად იცის თავისი საქმე და გამოცდილებაც დიდი აქვს, ის პირველი მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. ზედმეტია იმ ქველმოქმედებაზე ყურადღების გამახვილება, რაც მას რუსთავსა და სხვა ქალაქებში აქვს გაკეთებული, ეს ყველამ იცის, მე მინდა კიდევ ერთხელ შვახსენო ყველას მისი გულისხმიერება და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

ასეთი მაჟორიტარის ყოლა მთელ ქალაქს წაადგება.

ჯუბა გუჯაბიძე:

-დავით რეხვიაშვილი ის ადამიანია, ვისი ნდობაც შეიძლება საქმეშიც და პირად ურთიერთობაშიც. ვერ მოიძებნება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ დავითმა არ მოუსმინა, მისი გაჭირვება გულთან არ მიიტანა. იტყვით-კარგი ადამიანობა მხოლოდ არ კმარაო და მეც გეტყვით-ის პროფესიონალია, საქმის კეთილსინდისიერად მკეთებელი. მე ხმას ვაძლევ დავით რეხვიაშვილს და ყველას მოვუწოდებ სწორი არჩევანისკენ.