უწყებათშორისი კომისიის არჩევნებამდე ბოლო სხდომა

უწყებათშორისი კომისია 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე ბოლო სხდომას მართავს.

სხდომას არ ესწრება „ნაციონალური მოძრაობა“.

გავრცელებული ინფორმაციით,  „ევროპული საქართველო“ გარდაბანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე აპირებს საუბარს, რაშიც მათი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის მუშაობას უარყოფითად აფასებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ეს ფაქტები გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

მმართველი გუნდი კი, კომისიის მუშაობის ეფექტურობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ არცერთი საკითხი არ დარჩენილა, რომელზეც პასუხი არ იქნა გაცემული.