რუსთავში მამაკაცი დაჭრეს

რუსთავის გასასვლელში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს

შემთხვევა 20 ოქტომბერს გვიან ღამით მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაჭრილი „კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულებაში სააგენტოს განუცხადეს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.