იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი, ჯორჯია მელონი ფიცს დღეს დადებს

ჯორჯია მელონიმ იტალიის ახალი მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა. ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს.

ჯორჯია მელონი ფიცს დღეს დადებს. ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

შეგახსენებთ, ჯორჯია მელონის პარტიამ „იტალიის ძმები“, სექტემბერში გამართულ არჩევნებში ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. მელონი ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც შედის სილვიო ბერლუსკონის „ფორცა იტალია“ და მატეო სალვინის „ლიგა“.