აშშ-ის სენატმა უკრაინის დასახმარებლად 13,6 მილიარდი დოლარი გამოყო

აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარებისთვის 13,6 მილიარდი დოლარი გამოყო. ამის შესახებ CNN იტყობინება .

გადაუდებელი დახმარების პაკეტი უკრაინის შეიარაღებულ ძალების, ლტოლვილების დახმარებას ითვალისწინებს. ამასთან, ზრდის პრეზიდენტის უფლებამოსილებას უკრაინასა და სხვა მოკავშირე ქვეყნებში თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის შესახებ.

კანონპროექტი სანქციების გამოყენებასაც ითვალისწინებს. ახლა დოკუმენტი ბაიდენს გადაეგზავნება ხელმოწერისთვის.