,,მე პუტინისთვის ნომერ პირველი მტერი ვარ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

მე პუტინისთვის ნომერ პირველი მტერი ვარ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Die Zeit-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთში ხედავენ სახელმწიფოს მეთაურს, პოლიტიკოსებს, ეკონომიკურ მაგნატებს. მათ იმედი აქვთ, რომ ყველას იყიდიან ან დააშინებენ, აი, ჩემს შესახებ კი ზუსტად იციან – არ გამოუვათ. ამიტომაც არის მუქარა. ყველაფერი მარტივადაა“, – აცხადეს ზელენსკი.

მისივე თქმით, კრემლში არ ეგონათ, რომ ყველა უკრაინელი დაიცავდა ქვეყანას.

„პუტინის ხალხი არ იცნობს უკრაინას. უკრაინა ისეთია, როდესაც შენთან უკრაინაა, შენ უსაფრთხოდ გრძნობ თავს. ეს არის წესი, რომელიც დასავლეთშიც ბევრმა უნდა ისწავლოს“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

როგორც ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, არ სჯერა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

„ეს ბლეფია. ერთია, იყო მკვლელი, მეორეა, იყო თვითმკვლელი. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება ნიშნავს დასასრულს არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვინც მას გამოიყენებს, არამედ ყველაფრისთვის, რაც შეიძლება ამ ადამიანის ცხოვრებაში ძვირფასი იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.