„განზრახული მაქვს მეორე ვადითაც ვიყარო კენჭი” – ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, გადაწყვეტილი აქვს, კენჭი მეორე ვადითაც იყაროს.

ბაიდენის თქმით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ „ფორმალური“ გადაწყვეტილება მას ჯერ არ მიუღია, მაგრამ გეგმავს ამის გაკეთებას.

„როგორც კი ეს მოხდება, მე როგორც კანდიდატმა უნდა ვიმოქმედო. ფორმალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ვგეგმავ ამის გაკეთებას – განზრახული მაქვს მეორე ვადითაც ვიყარო კენჭი. ჩემი მეუღლე მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და რომ ეს არ უნდა შევწყვიტოთ” – განაცხადა ჯო ბაიდენმა ერთ-ერთ ინტერვიუში.