რუსეთმა 20 დღეში ომში მონაწილე დანაყოფების 40% დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 15 მარტამდე პერიოდში, რუსეთმა ომში მონაწილე სამხედრო დანაყოფების 40% დაკარგა.

,,15 მარტის მდგომარეობით, მტერმა დაკარგა (სრულად განადგურდა ან საბრძოლო უნარი დაკარგა) უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. ,,ოპერაციაში” მონაწილე დანაყოფების 40%-მდე.

ჩვენ გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების! მტერი გამოფიტული და დემორალიზებულია!”, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.