ველური მაიმუნები იაპონურ ირმებს მასობრივად აუპატიურებენ

ველური მაიმუნები იაპონურ ირმებს მასობრივად აუპატიურებენ. ამის შესახებ მეცნიერებმა განაცხადეს, რომლებმაც ეს ტენდენცია შენიშნეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Sun-ი წერს.

მკვლევრებმა პირველად შეამჩნიეს, რომ ეს ტენდენცია ამ წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით გააქტიურდა. კერძოდ, გახშირდა იაპონური მაკაკების მხრიდან სექსუალური შეტევები.

ცოტა ხნის წინ კანადაში ლითბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 14 განსხვავებული წყვილი მაიმუნი შენიშნეს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მდედრებმა მაკაკებთან სექსუალური კავშირი შეწყვიტეს და სხვა მეწყვილეები იპოვეს. ამიტომ ვარაუდობენ, რომ თუ საკუთარი სახეობის მდედრი მამრს ინტიმურ კავშირზე უარს ეტყვის, მხოლოდ მაშინ ესხმიან თავს ირმებს.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მჭიდრო კავშირში მყოფი სახეობების სექსუალური ურთიერთქმედება უჩვეულოა, მაგრამ ასეთი ფაქტი დაფიქსირებულა. რაც შეეხება შორეულ სახეობებს შორის ინტიმურ კავშირს ეს საკმაოდ იშვიათია, მაგრამ გამონაკლისი შემთხვევა მაინც არსებობს.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ინტიმური კავშირი შორეულ სახეობებს შორის დამყარდა, ეს იყო სამეფო პინგვინების სექსუალური შეტევა ანტარქტიდის სელაპზე.