„შემოუერთდით პეტიციას-„ფულის ფლანგვა ჯიპებში!“

დავით ცხვარაძე

სოციალურ ქსელში პეტიცია – ფულის ფლანგვა ჯიპებში!– გამოჩნდა. პეტიციას საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს, რომლის ერთ-ერთი წევრი ირაკლი ყიფიანია.

14480558_514995432037348_5609387228880048106_o-e1479208042362

 -„პეტიციისთვის საჭირო ხმების რაოდენობის ნახევარი 24 საათში დაგროვდა! 
შევუერთდეთ! გახსენით და დააკლიკეთ ”ხელმოწერას” . ფულის ფლანგვა ჯიპებში!“-აცხადებს ყიფიანი.

ჩვენ სწორედ მას დავუკავშირდით.

-ამ ბოლო დროს საზოგადოებამ რამდენიმე პეტიცია იხილა, ხელმოწერებიც შეგროვდა, თუმმცა საბოლოოდ არც შედეგი უნახავს ვინმეს და არც პეტიციის საბოლოო ბედი. როგორ ფოქრობთ, რატომ უნდა გამოიღოს ამ პეტიციამ შედეგი და საერთოდ თუ აქვს აზრი ჩვენს ქვეყანაში პეტიციის გავრცელებას?

-ამ პეტიციის მიზანი პირველ რიგში მოსახლეობის ჩართულობის ნახვა იყო, ჩვენ გვაინტერესებს რამდენად მზადაა საზოგადოება აქტიურობისთვის, თორემ რაც პეტიციაში წერია არ არის სადაო საკითხი და ორი აზრი არ არსებობს, რომ უმრავლესობა იზიარებს, სწორედ ამიტომაა, რომ 1000 საჭირო ხელმოწერის ნახევარზე მეტი 24 საათში დაგროვდა. ჩვენი საინიციატივი ჯგუფი მხოლოდ ამ პეტიციით არ შემოიფარგლება, მაქსიმალურად ვეცდები ამ თემას მოჰყვეს ფართო საუბრები, დისკუსია და ვფიქრობ ხალხის და მედიის ჩართულობით აუცილებლად დადგება შედეგი“-გვითხრა ირაკლი ყიფიანმა.

პეტიციის ტექსტის ნახვა და ხელმოწერა სეგიძლიათ ლინკზე

https://manifest.ge/main/item/1121#.WEmwuFwOkAN.facebook

 

კომენტარის დატოვება