„ადამიანის უფლებები ყველასათვის“-საზეიმო მიღება საკრებულოში

10 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობაში, საქართველოს მთავრობის სახელით, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება.

ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის- „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში.

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე აღინიშნება ყოველწლიურად 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღეს (1948 წლის 10 დეკემბერი). 

კომენტარის დატოვება