ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

10 დეკემბერი მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც ,,ადამიანის უფლებათა დღე’’.

სწორედ 10 დეკემბერს, 1948 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო აქტი – ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო.  საქართველომ კანონი ადამიანის უფლებათა დღის დაწესებასთან დაკავშირებით 1998 წელს მიიღო.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია — საერთაშორისო აქტი, მიღებული 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროსგენერალური ასამბლეის მიერ. დეკლარაციაში გამოცხადებულია პიროვნების ძირითადი უფლებები – სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიულიარჩევნების მეშვეობით სახელმწიფოს მართვა გამგეობაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა. შ. უფლებები. დეკლარაციით გამოცხადებულია ასევე: რელიგიისა და მრწამსის, კრებებისა და ასოციაციების თავისუფლება; აკრძალულია: მონობა, მონებით ვაჭრობა; ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის , სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის უმთავრესი ძირთადი დემოკრატიული პრინციპები.

დეკლარაციის მოთხოვნაა ეს უფლებები და თავისუფლებები ვრცელდებოდეს ყველა ადამიანზე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ეროვნული და სოციალური წარმომავლობისა, წოდებრივი და ქონებრივი ცენზისა.

კომენტარის დატოვება