რეკომენდაციები – როგორ დავიცვათ კორონავირუსისგან

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და პანიკისგან თავის შეკავება.

რეკომენდაციები:

“მოსახლეობას ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მაღალი რისკის ქვეყნებში არ გაემგზავრონ. იტალიის ჩრდილოეთით ნაწილში არის გარკვეული შეზღუდვები.

რეკომენდაციები, რაც შემიძლია გავცე ეს არის კარგი ჰიგინური პირობების დაცვა. სველი წესით სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების დამუშავება, თავი ავარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ქირურგიული პირბადის ხმარება და ხელების ხშირად დაბანა  – ეს არის აუცილებელი.

ხველების და სხვა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ადამიანებს კლინიკებში ჩაუტარდებათ კვლევები და ნაცხი გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. კორონავირუსი არის სერიოზული ვირუსი, თუმცა ყველაფერი შედარებითია და არც ისეთი საშიშია, როგორც მისი წინამორბედი ვირუსი,” – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებითვე, აუცილებელია კონტაქტი ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზთან, რადგან ასეთ დროს კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

სამინისტროს ცხელი ხაზი: 15 05

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი: 16 001