მიუნხენში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა(ვიდეო)

მიუნხენში სავაჭრო ცენტრ Olympia-ში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ტვიტერში მიუნხენის პოლიცია ავრცელებს.

მიუნხენში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზერმა დასვენება შეწყვიტა და გერმანიაში დაბრუნდა.

ქვეყანაში უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბა, რომელსაც კანცლერი ანგელა მერკელი არ დასწრებია.

ერთი თავდამსმელი დაკავების დროს ლიკვიდირებული იქნა.

https://www.youtube.com/watch?v=NL7L-17YzHc

https://www.youtube.com/watch?v=SbO5pQH_0Ns

კომენტარის დატოვება