“ლეიბორისტულმა პარტიამ“ თბილისის საკრებულოს პარტიული სია და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

“ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა თბილისის საკრებულოს პარტიული სია და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

“ჩვენი გუნდი მზად არის სათავეში ჩაუდგეს ყველა იმ სტრუქტურას, სადაც მოგვცემთ მანდატს იმისათვის, რომ წელში გაიმართოს ჩვენი ქვეყანა და დამთავრდეს ოლიგარქთა თარეში. ჩვენ ამ ქვეყანაში დავამკვიდრებთ თანასწორობას,-” განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“ლეიბორისტული პარტიის” თბილისის საარჩევნო სიის პირველ ნომერად მან მიხეილ ქუმსიშვილი წარადგინა. მეორე ნომერია ნათია შარაშენიძე.

ნაძალადევში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა სიდამონიძეა. მთაწმინდის ოლქში მაია ხოფერია, ვაკის მეორე ოლქში ბეჟან ნათელაშვილი, ხოლო მესამე ოლქის მაჟოტიტარობის კანდიდატია ეთერ მიქელაძე.

შალვა ნათელაშვილმა რეგიონების მერობის კანდიდატები და სიის პირველი ნომრებიც დაასახელა.