თბილისის აეროპორტი ნოემბრიდან მეცხრე კატეგორიის თვითმფრინავების მიღებას შეძლებს

2017 წლის ნოემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომი მეცხრე კატეგორიის ბორტების მიღებას შეძლებს. ამის შესახებ „ტავ ჯორჯია“ იუწყება.

კომპანიის ცნობით, აეროდრომი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სახანძრო დაცვის დონის მეცხრე კატეგორიაზე გადადის.

ახალი კატეგორიის საჰაერო ხომალდებს შორისაა A330-300 Airbus, A340-300 Airbus, A340-500 Airbus, A340-600 Airbus, 747-400/-400ER Boeing, 767-400ER Boeing, 777-200LR Boeing, 777-300ER Boeing და MD-11 Boeing.