“სტუმრებს დაადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო”

სალომე ზურაბიშვილის მომავალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ინაუგურაციაზე მოწვეულ სტუმრებზე საუბრისას განაცხადა, რომ სიას  საგარეო საქმეთა სამინისტრო აზუსტებს.

-“სტუმრებს დაადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩვენც ველოდებით მათ. ის,რაც დადასტურებულად ამჟამად ვიცით – სომხეთის პრეზიდენტი ნამდვილად ჩამოდის. ბალტიისპირეთის ქვეყნების სეიმების და პარლამენტების თავმჯდომარეები, ისრაელის წარმომადგენლობითი დელეგაცია, ასევე დელეგაცია საუდის არაბეთიდან და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე. ეს ნამდვილად დადასტურებულია“,- განაცხადა  ჟვანიამ.