მდინარაძე: სარჩელების ჩანაცვლებები ქურდულად, შეპარებით, მალულად არ უნდა ხდებოდეს!

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განცხადებაზე სარჩელების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

 როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება – კანონდარღვევაა. ის გამოეხმარა ამ საკითხთან დაკავშირებით სამი მოსამართლის გუშინდელ განცხადებას და აღნიშნა, რომ უმჯობესია ამ ადამიანებმა პასუხი გასცენ, თუ რატომ ხდებოდა ასეთი ფაქტები.
”ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ხუთი მოსამართლის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარი იყო სარჩელის შეცვლაზე იმ მოტივით, რომ საჭირო იყო მოთხოვნის დამატება, რაც კანონით დაუშვებელია. დღეს ვნახეთ განცხადება, რომელიც ფაქტობრივად ადასტურებს ცვილელებს სარჩელებში, თუმცა აქ არის მცდელობაზე საუბარი და მცდელობა არის ყურადღებას ტექნიკურ საკითხებზე გადატანის. ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი. ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს ამ საკითხების ისეთ სფეროში გადატანის მცდელობას, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს არ დაურღვევიათ კანონი, არ არის საგანგაშო. საქართველოში ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. სარჩელების ჩანაცვლებები ქურდულად, შეპარებით, მალულად არ უნდა ხდებოდეს” – განაცხადა მდინარაძემ.
 რაც შეეხება ზეწოლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს, მდინარაძის შეფასებით, ეს იყო ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა, თუმცა პაპუაშვილმა ვერც ერთი მოსამართლე ვერ დაასახელა.

კომენტარის დატოვება