შვედეთში, პოლიციის განყოფილებასთან ძლიერი აფეთქება მოხდა

შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში პოლიციის განყოფილებასთან ძლიერი აფეთქება მოხდა.

ფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა განყოფილების შენობა დაზიანდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

პოლიცია სათავალთვალო კამერების ჩანაწერებს სწვალობს.

ადგილობრივი პოლიციის უფროსი მომხდარს სერიოზული ინციდენტი უწოდა, რომელიც საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც სამართალდამცავები ეჭვობენ, აფეთქება სავარაუდოდ, კრიმინალებმა მოაწყეს, რომელთა წინააღმდეგაც გასულ კვირას რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარეს.