“თუ არაფერს არ ვიღონებთ, მივიღებთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ლეგალურ ანექსიას!”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს, სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ამ ფაქტს და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ რეფერენდუმს არასამთავრობო ორგანიზაცია „გზა აფხაზეთისკენ“  დანფუძნებელი კახა შამათავა ეხმიანება:

-“ცხინვალის რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმი,ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში,ეს ყველაფერი ჩვენი ძირძველი მიწების ლეგალური ანექსიის წინაპირობაა,გაგვაფრთხილა კიდეც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა დონდუამ 2015 წელს,თუ არაფერს არ ვიღონებთ 3-4 წელიწადში. მივიღებთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ლეგალურ ანექსიასო,გესმის, ხელისუფლებავ, ეს?

გაინძერით,ჩადით რუსეთში,დასავლეთში,მოაგვარეთ ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა,რად გვინდა ისეთი ხელისუფლება რომელსაც დაწყებულიც არ აქვს ტერიტორიული საკითხის მოგვარება,ერთი ნაბიჯიც არ აქვს გადადგმული.

ჩვენ,დევნილებს რაღა გვჭირს,გამოვიდეთ ქუჩაში,რაღაც ფორმით მაინც გავაპროტესტოთ ჩვენი ძირძველი ტერიტორიების მიტაცება,მეტი რა გვაქვს დასაკარგი,იქ ყველა და ყველაფერი დავკარგეთ,აქ 45 ლარიან შემწეობას გვიხსნიან,რა გვჭირს ხალხო,ამოვიღოთ ხმა,ვაიძულოთ ხელისუფლება დაუყოვნებლივ დაიწყოს მოქმედება ყველა მიმართულებით.

ხელისუფლებავ! რუსეთთან დაულაპარაკებლობით,ისევ მას,ოკუპანტს აძლევთ კარტ-ბლანშს,პირდაპირ აძლევთ ბერკეტებს სრული ანექსიისთვის,დაიხმარეთ დასავლეთი(თუ შგიძლიათ და გენდობიან),თქვენი უმოქმედობა,კატასტროფულ შედეგებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და შესაბამისად თქვენც ხელისუფლებავ.