საკონსტიტუციო კომისიის შედეგად მიღებული დოკუმენტი, ფაქტობრივად ადამიანებს უზღუდავს თავისუფალი არჩევანის უფლებას

 რომან გოცირიძის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია დატოვა. მან საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არსებულ ხარვეზებზე და უმრავლესობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.

სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას ამოძრავებდა სხვა მიზნები, რომლებიც გამოიხატებოდა ძალაუფლების უზურპაციაში და ეს კომისია სწორედ გამოყენებული იყო ამ მიზნების მისაღწევად. დღეს უკვე ნათელია, რომ საკონსტიტუციო კომისიის შედეგად მიღებული დოკუმენტი, ფაქტობრივად ადამიანებს უზღუდავს თავისუფალი არჩევანის უფლებას. საქართველოს პრეზიდენტი არ არჩეული პირდაპირი წესით, იზღუდება მრავალი მისი ფუნქცია, რომელიც დემოკრატიის გარანტი იყოს ქვეყანაში. საარჩევნო წესები იცვლება ისე, რომ ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მოირგოს კონსტიტუცია საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამ დოკუმენტში, ქუთაისი, როგორც საპარლამენტო დედაქალაქი, არის გაუქმებული“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.