დიმიტრი ხუნდაძე: არჩევნები ლაკმუსის ქაღალდია, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის

   „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ მოსალოდნელ დესტაბლიზაციასთან დაკავშირებით, მარშალპრესის“ პრეს–კლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში პროვოკაციებსა და არეულობას ადგილი არ ჰქონდეს. როგორც ხუნდაძე აცხადებს, წინასაარჩევნო პროცესი საკმაოდ გამჭირვალედ და მაღალ დონეზე მიმდინარეობს.

ჩვენ გვახსოვს უახლოესი წარსული, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, თუ როგორ ტარდებოდა არჩევნები, აქცენტები გაკეთებული იყო ძალადობაზე, გაყალბებასა და მოსყიდვაზე. 2012 წლის შემდეგმა არჩევნებმა საერთაშორისო ორგანიზაციების მხირდან ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა, როგორიც იყო საპრეზიდენტო არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები. არ იყო ძალადობა, არ იყო მოსყიდვები, არ იყო გაყალბება, მაგრამ, რა თქმა უდნა, ჩვენ პრევენციული ღონისძიებები გვჭირდება, იმისთვის რომ 2016 წლის არჩევნები კიდევ უფრო მეტად გამჭირვალე და დემოკრატიული იყოს. ამისთვის ჩვენ საკანონმდებლო დონეზეც მივიღეთ ცვლილება, რომ ძალოვან უწყებებს, პოლიციას შეეძლოს საარჩევნო უბანზე შესვლა, თუკი ამის საჭიროება იქნება. ეს საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქე დაზღვეული იყოს ძალადობისგან, თითოეული საარჩევნო უბანი იყოს მშვიდი, გარემო აბსოლუტურად თავისუფალი, არჩევნები კი ობიექტური. ეს ფაქტობრივად ლაკმუსის ქაღალდია, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ამას აკვირდება საერთაშორისო ორგანიზაციები, თანამეგობრობა. ამიტომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა მაღალ დონეზე და ობიექტურად ჩატარდეს არჩევნები. და დადგეს ის შედეგი რაც საზოგადოების მხრიდან ობიექტურად იქნება შეფასებული. გავლილი პერიოდი მაძლევს იმის საფუძვლეს, გამოვთქვა იმედი, რომ არ იქნება ძალადობა. ვფიქრობ, ასე არ მოხდება და წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში გაგრძელდება. თუმცა, გარკვეულ გადაცდომებს პერიოდულად ადგილი დღესაც აქვს, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ასეთ პრეცენდენტებს ადგილი აღარ ჰქონდეს”,აცხადებს ხუნდაძე.

კომენტარის დატოვება