„ქვეყანა ხალხია! ხალხი კი ძალა და ეს ძალა ჩოჩელის გვერდითაა!“ – მოქალაქეთა პასუხი ხუნდაძეს

მცხეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერები „ქართული ოცნების“ კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს პასუხობენ და ამბობენ, რომ ჩოჩელს ქველმოქმედება და კეთილი საქმეები სხვებისგან განსხვავებით მხოლოდ საარჩევნოდ არ ახსენდება. მხარდამჭერთა ჯგუფი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელის წერილს ასაჯაროებენ და აცხადებენ, რომ ოპონენტებს პასუხად წერილში ჩამოთვლილი საქმეებიც ეყოფათ.

14316787_156480144801669_3232961320110707576_n

“ბატონო ცეზარ-გიორგი! თქვენ არაერთხელ მიგიღიათ და იღებთ მონაწილეობას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია – მონასტრების : შიომღვიმის, სამთავროს, ანტიოქიის, ბარბარეთის, ძეგვის, თიანეთისა და ფშავ- ხევსურეთის ეპარქიის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის რესტავრაცია – მშენებლობაში, რისთვისაც გიხდით მადლობას ! “-წერია წერილში.

-„ამ ეტაპზე ეს ეყოფა დიმიტრი ხუნდაძეს შეურაცხმყოფელი განცხადების პასუხად, თითქოსდა “ცეზარ ჩოჩელს ქველმოქმედება მცხეთაში მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდება, როდესაც ხმების მიღება სურს დეპუტატობისთვის! შემოქმედი, მშრომელი, საქმის კაცი და სიკეთის მთესველი. მას მატყუარა 5-10 ადამიანი ვერაფერს დააკლებს. ქვეყანა ხალხია! ხალხი კი ძალა და ეს ძალა ჩოჩელის გვერდითაა! ” საქმემან შენმა გამოგაჩინოს შენ !”-აცხადებენ მოალაქეები.

14322521_156417431474607_4572077454309204988_n

 

 

 

კომენტარის დატოვება