სტივენ სიგალი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

მსახიობმა და ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის ელენ დეჯენერესის მეუღლემ პორშა დე როსიმ სტივენ სიგალი ფილმის სინჯების დროს სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

დე როსის თქმით, სიგალმა ის სინჯებზე საკუთარ ოფისში მიიწვია. “მან სკამზე დამსვა და შემდეგ შარვალის გახდა დაიწყო. მე გავიქეცი და ჩემს აგენტს დავურეკე”- იხსენებს მსახიობი.