ორი შვილმკვდარი მამის ერთმანეთისადმი სოლიდარობა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა.

საკმაოდ რთული სანახავია ორი შვილმკვდარი მამის ერთმანეთისადმი სოლიდარობა.

-დებო და ძმებო! მე დღეს ყველაზე მეტად მესმის სარალიძის გულისტკივილი, მე და ჩემი ხალხი მუდამ მზად ვართ სიმართლის დასადგენად. დღეს ძალიან ძნელი დადგა სიმართლის დადგენა. ჩვენ ერტად უნდა დავდგეთ და სიმართლემ იზეიმოს, საქართველოს ყველა მოქალაქე ერტად უნდა იდგეს და სიმართლის დასადგენად ჩვენ თქვენი მარდაჭერა გვჭირდება”-განაცხადა მაჩალიკაშვილმა.