თუშეთში ალაზანში კაცი დაიხრჩო

თუშეთის გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60 წლამდე კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ იმ ადგილზე მოხდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ მეწყერი ჩამოიშალა, გზა დაკეტა და წყალი დაგუბდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანია “გერალის” თანამშრომელი იყო, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა.

ახმეტის მერის იოსებ თარუმაშვილის თქმით, მძღოლმა სატვირთო მანქანა მეწყერსაშიშ ადგილზე გააჩერა, რა დროსაც გზა ჩაიშალა და მძღოლი წყალში გადავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

თუშეთის გზაზე მეწყერი 22 მაისს ჩამოწვა.