დიდ ხუთშაბათს თუ ქალი თმას მოიჭრის და აღდგომამდე ბალიშქვეშ შეინახავს, იმ წელს აუცილებლად გათხოვდება

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა.

არადა, საოცრებები ვნების კვირაში ხშირად ხდებოდა. მათზე დაკვირვებით ძველმა ხალხმა გარკვეული დასკვნები გამოიტანა და ახსნა-განმარტება მოუძებნა ამა თუ იმ მოვლენას.

სწორედ ამ მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით გაგაცნობთ ვნების შვიდეულის იმ მინიშნებებს, რომლებსაც, ხალხური რწმენით, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, რათა გარკვეული სირთულეები თავიდან ავიცილოთ.

დიდი ხუთშაბათი:

თუ მზის ამოსვლამდე იბანავებთ, მთელი წლით გაიწმინდებით ნეგატიური ენერგიისა და ავი ზრახვებისგან;

თუ შინ მძიმე ავადმყოფი ჰყავს ვინმეს, ეკლესიიდან მიტანილი სანთელი უნდა დაანთოს ავადმყოფის სასთუმალთან და იქვე დაწვას. შემდეგ კი ნამწვი სადმე მიწაში დაფლას;

თუ ავეჯს ადგილს შეუცვლით და ფულს გადაითვლით, მთელი წელი კეთილდღეობა და შემოსავალი არ დაილევა თქვენს ოჯახში;

გასათხოვარი ქალი თმას მოიჭრის და აღდგომის დადგომამდე ბალიშქვეშ შეინახავს, იმ წელს აუცილებლად ეწევა ბედს.